ფავორიტებში დამატება



მთავარი მენიუ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

ტრეფიკინგის შესახებ

ისტორიები

ექსპერტები

ორგანიზაციები

ბიბლიოთეკა

ლინკები

პარტნიორები

კონტაქტი

ძებნა

ისტორიები

Stories
 

ჩვენს შესახებ

ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC)

ქალთა საინფორმაციო ცენტრი შეიქმნა ქალთა ინიციატივით 2000 წელს, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს კომიტეტის ხელშეწყობით. 2002 წელს ქალთა საინფორმაციო ცენტრი გახდა თანადამფუძნებელი არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის. 2003 წელს დარეგისტრირდა როგორც დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია.


ორგანიზაციის მისიაა ქალთა პოლიტიკური, ეკონომიური და სოციალური სტატუსის ამაღლება საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ლოკალურ, ნაციონალურ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე.


ქალთა საინფორმაციო ცენტრი არის აღმოსავლეთ დასავლეთ ქალთა საერთაშორისო ქსელის (NEWW)-სა და “ქალები ძალადობის წინააღმდეგ ევროპაში” WAVE - ის წარმომადგენელი საქართველოში.

ქალთა საინფორმაციო ცენტრი აფართოებს პარტნიორულ საქმიანობას საქართველოს რეგიონებში.
ორგანიზაციას ჰყავს პარტნიორი ორგანიზაციები საქართველოს შემდეგ რეგიონებში:
სამცხე – ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოება – სამცხე – ჯავახეთის რეგიონი
მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" – ცხინვალის რეგიონი
საზოგადოება “ბილიკი”  - შიდა ქართლის რეგიონი

ქალთა საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს შემდეგი სახის საქმიანობას:

საინფორმაციო საგანმანათლებლო
ქალთა საინფორმაციო ცენტრს აქვს ბაზა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების საკონტაქტო ინფორმაციებისა და მათი კლასიფიკაცია პრიორიტეტული სფეროების მიხედვით, თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში.


ქალთა საინფორმაციო ცენტრი ასევე ახორციელებს კვლევით საქმიანობას. საინფორმაციო საქმიანობა ხორციელდება 5 თემატური საიტითა და გენდერული საინფორმაციო პორტალის მეშვეობით.

რეგიონალური მუშაობა
ქალთა საინფორმაციო ცენტრი ცდილობს უშუალო კონტაქტის დამყარებას არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან  და აქტიურ ლიდერ ქალბატონებთან რეგიონში. ახდენს საჭიროებებისა და პრობლემების განსაზღვრას, კონკრეტული რეკომენდაციებისა და კონსულტაციების გაწევას და მათ დაკავშირებას ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფონდენბთან დაკავშირებას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სოფლად მცხოვრებ ქალებს, ვუწევთ პოპულარიზაციას  მათი ნაწარმის  და ვეხმარებით დისტრიბუციაში.

პირდაპირი დახმარება, კონსულტაციები
ქალთა საინფორმაციო ცენტრი უწევს სატელეფონო და პირდაპირ კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ცალკეულ პიროვნებებს. ხდება კონსულტაციების გაწევა საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე, ფონდების მოზიდვაზე, ეხმარება მათ საიტების განახლებისა და შექმნის პროცესში.

არაკომერციული პიარი
ქალთა საინფორმაციო ცენტრი ახდენს უსასყიდლოდ ინფორმაციების გავრცელებას ქსელში, ასევე განთავსებას გენდერულ საინფორმაციო პორტალზე, სადაც არის სპეციალური რუბრიკები: ქალები პოლიტიკაში, ხელოვანი ქალები.
პორტალზე განთავსებულია ყველა არასამთავრობო და საინიციატივო ჯგუფის საკონტაქტო ინფორმაცია კლასიფიკაციით, შესაბამისად ხდება უსასყიდლო პიარი ცალკეული ღონისძიებებისა და ორგანიზაციების საქმიანობისა.

საგამომცემლო და ბეჭდვითი მომსახურეობა
ქალთა საინფორმაციო ცენტრთან არსებულ ქალთა პოლიგრაფიულ სერვისში ხდება მაღალი ხარისხისა და ყველა სახის საგამომცემლო მომსახურება, ქალთა პოლიგრაფიული სერვისის ჯგუფი ზრუნავს თქვენი პროდუქციის ვიზუალსა და ხარისხზე.
მომხმარებლები არიან საქართველოსი მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ქსელები და კოალიციები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები.
ქალთა პოლიგრაფიულ სერვისში ყველა შეკვეთა ჩანაფიქრიდან რეალობამდე.

 


წინა გვერდი

ზევით

 

ახალი დოკუმენტები

Anti Traffiking Reference Book (Georgian)

Anti Traffiking Reference Book

სამიგრაციო ინფორმაციული სახელმძღვანელო – ავსტრია

სამიგრაციო ინფორმაციული სახელმძღვანელო – თურქეთი

კონფერენცია

ჩვენი მეგობრები

The Organization for Security and Co-operation in Europe
Gender Informational Network of South Caucasus
Women`s Information Center
Women`s Publishing Service
 
 

სიახლეები ჩვენს შესახებ ტრეფიკინგის შესახებ ისტორიები ეკსპერტები ორგანიზაციები ბიბლიოთეკა ლინკები პარტნიორები კონტაქტი

© Copyright WIC 2007. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში GINSC და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster